დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს. ტენდერი უახლოეს პირობებში გამოცხადდება უკვე პროექტირებაზე. რამდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი. რამდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით, მეორე კვარტალში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…